მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » აშშ-ს ჯანმრთელობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე საქართველოშია
აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში პირველად იმყოფება.

აშშ-ს ჯანმრთელობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გლობალურ საკითხებში ჯიმი ჯოზეფ კოლკერი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრს ესტუმრა.

ჯიმი ჯოზეფ კოლკერი ადგილზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან, ნინო ბერძულთან ერთად მივიდა და მისგან მიიღო ინფორმაცია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კი ელიმინაციის პროგრამის განხორციელებაში ცენტრის ჩართულობისა და უწყების საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია გააცნო.

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში პირველად იმყოფება. ორი დღის განმავლობაში ის შეხვედრას სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელ პირთან გამართავს და საქართველოს 19 ნოემბერს დატოვებს.

Jandacvis Saministro

 

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …