მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » აშშ-ს ჯანდაცვის მდივნის მოადგილე: საქართველო ჯანდაცვის კუთხით რეგიონში ლიდერია
მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის უსაფრთხოება, რომ მას შეეძლოს საფრთხის დროულად გამოვლენა და სწრაფი რეაგირება. საქართველო, ამ კუთხით, რეგიონში ლიდერია .

აშშ-ს ჯანდაცვის მდივნის მოადგილე: საქართველო ჯანდაცვის კუთხით რეგიონში ლიდერია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს გლობალურ საკითხებში, ჯიმი კოლკერს შეხვდა.

აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის მოადგილემ გლობალურ საკითხებში, ჯიმი კოლკერმა ერთიანი ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო, მინისტრი და მთლიანად მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი პარტნიორია იმ საკითხებში, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ჯამრთელობას შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის უსაფრთხოება, რომ მას შეეძლოს საფრთხის დროულად გამოვლენა და მასზე სწრაფი რეაგირება. საქართველო, ამ კუთხით, რეგიონში ლიდერია და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით,“ – აღნიშნა მან.

დავით სერგეენკომ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება „ჩვენ დიდი ხნის თანამშრომლობა გვაქვს და ამ ვიზიტის კონკრეტული მიზანი არის, რომ განვიხილოთ ახალი შესაძლებლობები, ქვეყნებს შორის თანამშრომლობაში ჯანდაცვის მიმართულებით, განვიხილოთ ის მიმდინარე პროექტების წარმატება, რომელიც უკვე გვაქვს. ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი, თუ გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პრევენციის ზომები,” – განმარტა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გადამდები დაავადებების კონტროლის, პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„შეხვედრის განმავლობაში ხაზი გაესვა იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვთ ერთმანეთთან. თანამშრომლობას, რომელიც სხვადასხვა გადამდები დაავადების კონტროლს, პრევენციასა და რეაგირებას უზრუნველყოფს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის, ამ მიმართულებით გააგრძელოს თანამშრომლობა პარტნიორ ორგანიზაციებთან,“ – აღნიშნა მან.

შეხვედრაზე, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩქურები გადასცეს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯიმი კოლკერი ქვეყანას დღეს დატოვებს.

ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …