სომხეთის პარლამენტმა წამლის შესახებ კანონი მეორე მოსმენით 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო. 17-მა დეპუტატმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
დეპუტატები თვლიან, რომ კანონის მიღების შემდეგ მედიკამენტებზე ფასი მოიმატებს, ვინაიდან იმპორტზე შეზღუვები დაწესდება.
სომხური საინფორმაციო სააგენტო Armenia Today-ის ცნობით, მოქალაქეები მედიკამენტების შესაძენად მეზობელ საქართველოში მიემგზავრებიან, სადაც წამლებზე ფასი ბევრად დაბალია.