მთავარი » ჯანდაცვა » არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ რეფორმას დადებითად არ შეაფასებს
დაავადებათა პრევენცია გაცილებით ხარჯთეფექტურია ვიდრე გართულებული სნეულების მკურნალობა.მანანა ქაჯაიამ პრევენციული მედიცინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ რეფორმას დადებითად არ შეაფასებს

სამშობიარო სახლ “სიხარულის’’ მეან–გინეკოლოგი მალხაზ უტიაშვილი ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფომას ეხმიანება. ექიმის განცხადებით, ეს ის რეფორმაა, რომლიც დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ მედიცინას.

“მე გახლავართ ქალთა კონსულტაციის ექიმი. ჩვენთან პირველადი რგოლი მხოლოდ ორსულთა ზედამხედველობის საქმეში იგულისხმება. ნებისმიერი რეფორმა იმიტომ ხორციელდება, რომ უკეთესობისკენ წარიმართოს როგორც პაციენტების ზედამხედველობა და მეთვალყურეობა, ასევე სამედიცინო სფეროს მუშაობა.

არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ წამოწყებას დადებითად არ შეაფასებს. ამ ეტაპზე, ამაზე უკეთესი რეფორმა ვერ განხორციელდება. მთავარი არის ის, რომ პაციენტი არ რჩება უმეთვალყურეოდ, გამოკვლევების გარეშე. მათ უკეთდებათ ყველაფერი, რაც აუცილებელია“, – აცხადებს უტიაშვილი.

უტიაშვილს მიაჩნია, რომ მიუხედავად თავისი წარმატებისა, ყველაფერს აქვს თავისი  ხარვეზები, რომელთა  გამოსწორებაც უდაოდ შესაძლბებელია.

„მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ჩემი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ორსულებთან მუშაობა, მათ ხშირად უწევთ კლინიკაში რამდენჯერმე მოსვლა ვაუჩერის ასაღებად, რაც გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს მათი მდგომარეობიდან გამომდინარე.

ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება პაციენტს ნაკლები დრო დაეხარჯოს ფორმალობებსა და ბიუროკრატიულ მექანიზმებში. ეს კონკრეტულად ერთი მომენტი, ზოგადად კი, კარგი იქნება, თუ რეფორმის ფარგლებში გაძლიერდება ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, თუ მოხერხდება და სოფლად ექიმები უზრუნველყოფილი იქნებიან ღირსეული ანაზღაურებით და ექნებათ საშუალება ნორმალურ პირობებსი იმუშაონ. დღესდღეობით ამ მიმართულებით მთლად სახარბიელო ვითარება ვერ არის.

ასევე მნიშვნელოვანია ექიმების გადამზადების საკითხი. ვფიქრობ, ამ მომენტებს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს, თუ კარგი შედეგები გვინდა“, – ამბობს ტელავის სამშობიარო სახლის მეან–გინეკოლოგი.

„რაც შეეხება ხარჯთეფექტურობას, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, პირველადი რგოლის რეფორმა ხარჯეფექტურობას მოიტანს შედეგად. თავიდან შესაძლოა გარკვეულ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული ეს პროცესი, მაგრამ მომავალში ის ნამდვილად გააკეთებს თავის გასაკეთებელს. ეს ყველაფერი გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი“, მიაჩნია უტიაშვილს.

მალხაზ უტიაშვილმა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და რომ პროგრამის ამოქმედებამ საკმაოდ გაზარდა კლინიკაში მომართვიანობა.

itv.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …