მთავარი » ჯანდაცვა » ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის თემაზე კონფერენცია ჩატარდება
ანტიმიკრობული თერაპია ერთის მხრივ მნიშვნელოვანი ინტერვენციაა ინფექციების სამკურნალოდ,მთავარ იარაღს წარმოადგენს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლაში.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის თემაზე კონფერენცია ჩატარდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და “გლობალური ალიანსის” ორგანიზებით ხვალ კონფერენცია გაიმართება, თემაზე “რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია: სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია”.

კონფერენციას ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, “გლობალური ალიანსის” ხელმძღვანელი პირები, ასევე, უნივერსიტეტ პარიზი-7-ის სამედიცინო სკოლის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები დაესწრებიან.

“ანტიმიკრობული რეზისტენტობა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც გადალახა ყოველგვარი საზღვრები, გავრცელდა ყველა კონტინენტზე და მიიღო პანდემიის სახე. სწორი, რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია ერთის მხრივ მნიშვნელოვანი ინტერვენციაა ინფექციების სამკურნალოდ და მეორეს მხრივ მთავარ იარაღს წარმოადგენს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლაში.

კონფერენციაზე გაკეთებული პრეზენტაციებით მოხდება ანტიმიკრობულ თერაპიაზე ევროპული გამოცდილების გაზიარება და სენფორდის სახელმძღვანელოს პრაქტიკაში დანერგვის ინსტრუქციის პრაქტიკოსი ექიმებისათვის გაცნობა”, – აცხადებენ კონფერენციის ორგანიზატორები.

პრეზენტაციას პროფესორი ელიზაბეთ ბუვე და პროფესორი მალვინა ჯავახაძე გამართავენ.
ღონისძიება ხვალ, 15:00-17:30 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …