მთავარი » ჯანდაცვა » ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული გაიხსნა
ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა.

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული გაიხსნა

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა.

მან ყურადღება ანტობიოტიკების არამიზნობრივად გამოყენებასა და მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბზე გაამახვილა.

„ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი მზარდი გამოწვევა. ანტიბიოტიკს აქვს კონკრეტული ფუნქცია. აუცილებელია, მისი გამოყენება ექიმის ჩვენებით და არა თვითმკურნალობით, რადგან მოსალოდნელი საფრთხეები გლობალური მასშტაბისაა,“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

2017 წელს კვირეული სამედიცინო მომსახურების სფეროში მედპერსონალის კრიტიკულ როლზე, ინფექციების პრევენციასა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შემცირებაზეა ფოკუსირებული. „გამოიყენეთ ანტიბიოტიკები ფრთხილად“ – წლევანდელი კვირეულის დევიზია და ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 2015 წლიდან აღინიშნება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …