ანტიბიოტიკები ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. British Medical Journal-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ტრიმეტოფრიმი/სულფამეტოხაზოლის ჯგუფის ანტიობიოტიკების გამოყენება ადამიანის უცაბედ გარდაცვალებას იწვევს.
კვლევა 17 წლის განმავლობაში 1994-დან 2012 წლამდე პერიოდში მიმდინარებდა და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებში ამ ტიპის ანტიბიოტიკით მკურნალობის შედეგებს სწავლობდა.
ირკვევა, რომ დაახლოებით 66 წლის ადამიანებში, ტრიმეტოფრიმი/სულფამეტოხაზოლის გამოყენება 7-დან 14 დღემდე პერიოდში სიკვდილს იწვევს. საინტერესოა, რომ კვლევაში მონაწილეობა მილიონ ნახევარმა ადამიანმა მიიღო. აქედან 40000 -ის სიცოცხლე კი ფატალურად დასრულდა.
ამასთან, იგივე კვლევის მიხედვით, ასაკოვნებში ამ ტიპის ანტიბოტიკებით მკურნალობა ჰიპერკალიემიით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს ზრდის.