მთავარი » ჯანდაცვა » ლაბორატორიულად წელს გრიპის ვირუსით 16 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა
ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით წელს გრიპის ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა.აქედან 15 H1 N1-ით არის გარდაცვლილი, ერთი კი – H3 N2-ით.

ლაბორატორიულად წელს გრიპის ვირუსით 16 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა

ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით წელს გრიპის ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა.

აქედან 15 H1 N1-ით არის გარდაცვლილი, ერთი კი – H3 N2-ით – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

გამყრელიძის განცხადებით, 16-ვე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი ექიმისთვის დაგვიანებული მიმართვა გახდა. რაც შეეხება თავად ვირუსის მონაცემებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის თქმით, გრიპის შემთხვევები შემცირდა, თუმცა ეს მოსახლეობას დამშვიდების საფუძველს არ აძლევს და გამყრელიძე ვირუსის პირველივე სიმპტომებისას საზოგადოებას სთხოვს, სპეციალისტს მიმართონ.

„წლის მეექვსე კვირის მონაცემებით, სიტუაცია უფრო მეტად დამშვიდებისკენ მიდის. ვირუსის პიკი ჩვენ ამ წლის მეოთხე კვირაში გვქონდა. როდესაც 100 000 მოსახლეზე 357 გავრცელების მაჩვენებელი შემთხვევა იყო. მეხუთე კვირაში მაჩვენებელმა 310 მდე დაიწია, მეექვსე კვირაში 100 000 მოსახლეზე კი 284 შემთხვევა გვაქვს. შემცირებულია მიმართვიანობა, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველი მაინც არ გახლავთ.

თებერვალია და გრიპის შემთხვევები კიდეც იქნება. გვაქვს მძიმე შემთხვევებიც, მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა სჭირდება. სტაციონარში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მომატებულია. ლაბორატორიულად ამ სეზონზე 329 დადასტურებული გრიპის შეთხვევა გვაქვს. ძირითადად, ეს არის „ა“ გრიპი, აქედან 317 გახლავთ H1 N1, რასაც მოსახლეობა ე.წ. ღორის გრიპად მოიხსენიებს. დანარჩენი 12 გახლავთ H3 N2.

რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, ყველა ეს შემთხვევა, ძირითადად, ფონური ქრონიკულ დაავადების ფონზე განვითარდა. მათ დაგვიანებით მიმართეს სამედიცინო დაწესებულებებს და დაგვიანებით დაიწყეს ანტივირუსული მკურნალობა.

მიუხედავად იმისა, რომ პიკი გადავლილია, მაინც თებერვალში გრიპის შემთხვევები იქნება, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და რეკომენდაციები დავიცვათ.

გრიპის დაწყების პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, რაც სახსრების და თავით ტკივილით, მაღალი ტემპერატურით გამოიხატება, მივმართოთ ოჯახის ექიმს ან სპეციალისტის რჩევებს მივყვეთ. ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა სრული გამოჯანმრთელების გარანტიაა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …