დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შემოდგომის სეზონზე გრიპის ლაბორატორიული შემთხვევა არ გამოვლენილა.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ეტაპზე მხოლოდ გრიპის მსგავსი ვირუსები ფიქსირდება.
„ყველანაირად მზადყოფნის რეჟიმში ვართ. იცით, რომ არსებობს ე.წ ზედამხედველობის ქსელი ქვეყანაში, გრიპოზულ ინფექციებზე. ჩვენ ვაკონტროლებთ, რა ტიპის ვირუსები ცირკულირებენ და ამის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება მოსახლეობას ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.