მთავარი » ჯანდაცვა » ამირან გამყრელიძე: აზიური ფაროსანა არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აზიური ფაროსანა ადამიანების ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს და არ გადააქვს არანაირი ინფექცია.

ამირან გამყრელიძე: აზიური ფაროსანა არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აზიური ფაროსანა ადამიანების ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს და არ გადააქვს არანაირი ინფექცია.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მწერი, ბაღლინჯო, ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს. ის არ კბენს ადამიანს და ცხოველს, არ გადაქვს არავითარი ინფექცია, თუმცა გაჭყლეტის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს არასასიამოვნო სუნი, რომელიც ამ მწერისთვის დამცავი მექანიზმია სხვა მწერების წინააღმდეგ. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ის საშიში არ არის, თუმცა როდესაც სახლში დიდი რაოდენობითაა ეს მწერი, რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნოა და ბევრ უხერხულობას ქმნის. რადგან აციების წინ ხდება მათი მიგრაცია გარედან შიგნით, სასურველია, რომ გამოყენებული იქნას ის მექანიკური დაცვის საშუალებები, რაც ამ დროს რეკომენდირებულია. სასურველია მოსახლეობამ იხმაროს მექანიკური დაცვის საშუალებები – ეს არის ბადეები, ხვრელების ამოვსება, მტვერსასრუტი, საპნიანი წყალი, რომელზეც ნათურაა დამაგრებული”, – განაცხადა გამყრელიძემ.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …