მთავარი » მსოფლიო » ამერიკის ხელისუფლება 6 ფარმაცევტულ კომპანიას კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს
ამერიკის ხელისუფლებამ ექვსი ფარმაცევტული კომპანია შეთანხმებაში ამხილა. BBC-ის ინფორმაციით გაზარდეს ფასი ერთ ანტიბიოტიკსა და დიაბეტის მედიკამენტზე.

ამერიკის ხელისუფლება 6 ფარმაცევტულ კომპანიას კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს

ამერიკის ხელისუფლებამ ექვსი ფარმაცევტული კომპანია ფასების შეთანხმებაში ამხილა.

საუბარია ამერიკულ, ინდურ და ავსტრალიურ კომპანიებზე. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიებს ადანაშაულებენ, რომ მათ გაზარდეს ფასი ერთ-ერთ ანტიბიოტიკსა და დიაბეტისთვის საჭირო მედიკამენტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე ამერიკის 20 შტატში უკვე აღიძრა.

საქმე აღძრულია ამერიკული კომპანიების: Mylan, Heritage Pharmaceuticals, Teva Pharmaceutical USA და Citron Pharma-ს წინააღმდეგ, ასევე ინდური Aurobindo Pharma-სა და Australia’s Mayne Pharmaceuticals-ის წინააღმდეგ.

კომპანიებმა Mylan, Teva და Aurobindo უკვე უარყვეს ბრალდებები.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …