მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ამერიკის ჯანდაცვის ინსტიტუტების მხარდაჭერით პირველი რეგიონული კონფერენცია გაიმართა
ამერიკის ჯანდაცვის ინსტიტუტების მხარდაჭერით ბიოსამედიცინო მკვლევარებისთვის გრანტის მოპოვებისა და სამეცნიერო წერილების შედგენაზე კონფერენცია გაიმართა.

ამერიკის ჯანდაცვის ინსტიტუტების მხარდაჭერით პირველი რეგიონული კონფერენცია გაიმართა

ამერიკის ჯანდაცვის ინსტიტუტების მხარდაჭერით საქართველოში ბიოსამედიცინო მკვლევარებისთვის გრანტის მოპოვებისა და სამეცნიერო წერილების შედგენაზე პირველი რეგიონული კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა აშშ-ს ელჩთან საქართველოში, იან კელისთან ერთად გახსნა.

ამერიკიდან ჩამოსული 13 წამყვანი სპეციალისტი საგრანტო აპლიკაციის შედგენისა და სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადების შესახებ პრაქტიკულ სემინარებს ჩაატარებს.ვორქშოპის ფარგლებში, მონაწილეები ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობებსა და საგრანტო აპლიკაციების შევსების წესებს გაეცნობიან.

პირველი რეგიონული კონფერენცია საქართველოში დღეს გაიხსნა და 5 მაისამდე გაგრძელდება. ვორქშოპი ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა და ქვეყანაში ბიოსამედიცინო პოტენციალის ზრდას ისახავს მიზნად. #ჯანდაცვა2017

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …