ამერიკელი მოსახლეობა ალტერნატიული მედიცინის სხვადასხვა მიმართულებებში საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავს.
2012 წლის მონაცემებით, 30 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა ჯიბიდან გადახდებმა დამატებით სამკურნალო პროცედურებსა და არატრადიციულ მედიცინაში.
- 14.7 დოლარი იქნა გადახდილი იოგას გაკვეთილებში, აკუპუნქტურასა და მასაჟის პროცედურებში.
- 12.8 მილიარდი დოლარი – ბიოდანამატებში.
- 2.7 მილიარდი დოლარი თვითდამხმარე მასალებში– წიგნები, აუდიო და ვიდეომასალა, რომლებიც არატრადიციულ მედიცინას ეხება.
საერთო ჯამში, არატრადიციულ მედიცინაში ფინანსური დანახარჯი საერთო ჯანდაცვის დანახარჯების 9 პროცენტს მოიცავს. მთავრობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არატრადიციული მედიცინით ძირითადად მოზარდები არიან დაინტერესებულები.
ყველაზე მეტ ინტერესს ამერიკელი მოსახლეობა იოგას ვარჯიშებისადმი გამოხატავს. კვლევები ცხადჰოფს, რომ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც იოგათი არიან დაკავებულები, ქრონიკული ტკივილების მოხსნის მიზნით აკუპუნქტურას მიმართავენ.
ინტეგრირებული ჯანმრთელობისა და მედიცინის აკადემიის კომუნიკაციის სპეციალისტი, სტეფანი რომანოფი ამბობს, რომ ხშირად პაციენტები ოჯახის ექიმს არ აყენებენ საქმის კურსში, თუკი არატრადიციული მედიცინის რომელიმე მეთოდით მკურნალობენ.
სტეფანი რომანოფის აზრით, ეს არასწორია, რადგან , ინფორმირების შემთხვევაში ოჯახის ექიმს აქვს კვალიფიკაცია , რომ პაციენტს მისცენ მიმართვა სათანადოდ მომზადებულ ინსტრუქტორებთან ვიზიტისათვის.