ამერიკის შეეღთებულ შტატებში შესვლა, სადაც ამ დრომდე მოგზაურობა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობისთვის შეზღუდული იყო, უკვე სინოფარმით და სინოვაკით აცრილ მგზავრებს შეუძლიათ.
8 ნოემბრიდან ამერიკის შეერთებული შტატები 33 ქვეყნიდან სრულად ვაქცინირებული პირებისთვის საზღვრებს გახსნის.
აშშ მიიღებს ნებისმიერ ვაქცინას, რომელიც დამტკიცებულია რეგულარული ან გადაუდებელი გამოყენებისთვის აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ესენია: Pfizer, Moderna, Johnson & Johnson, AstraZeneca და ასევე ჩინური Sinopharm და Sinovac ვაქცინები.
ქვეყანაში შესასვლელად მგზავრებს მოეთხოვებათ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის და PCR ტესტის წარდგენა. ასევე საჭირო იქნება რეგულაციების დაცვა და, შესაბამისად, ნიღბის ტარება, მაგრამ კარანტინი სავალდებულო არ იქნება.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების არავაქცინირებული ბავშვები დაექვემდებარებიან ტესტირების უფრო მკაცრ მოთხოვნებს. 2 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან აშშ-ს მიმართულებით, სავალდებულოა უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.
„ავიაკომპანიებს ვაცნობეთ, რომ ვაქცინები, რომლებიც ავტორიზებულია/დამტკიცებულია აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ ან შედის ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ვაქცინათა სიაში, დააკმაყოფილებს აშშ-ში მოგზაურობის კრიტერიუმებს”, – განუცხადა USA TODAY-ს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) სპიკერმა, კეიტლინ შოკიმ.
FDA-მ დაამტკიცა სამი COVID-19 ვაქცინა პანდემიის დროს გადაუდებელი გამოყენებისთვის: Moderna, Johnson & Johnson და Pfizer-BioNTech, რომელთაგან უკანასკნელმა მიიღო FDA-ს სრული ავტორიზაცია. ჯანმოს მიერ გადუდებელი მოხმარების სიაში ასევე შედის Oxford-AstraZeneca/Covishield, Sinopharm და Sinovac ვაქცინები.
აშშ-მ 20 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში შემოიღებდა საერთაშორისო საჰაერო მოგზაურობის ახალ სისტემას, რომელიც ხელმისაწვდომს გახდიდა მგზავრობას უცხო ქვეყნის ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის. თავდაპირველი განცხადება არ მოიცავდა დასაშვები ვაქცინების სიას.
ამ დრომდე აშშ-ში მოგზაურობა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობისთვის შეზღუდული იყო. აშშ-ში მოგზაურობაზე შეზღუდვები 2020 წლის დასაწყისში დაწესდა.