მთავარი » მსოფლიო » ამცირებს თუ არა სკოლების დახურვა და ფრენების შეზღუდვა ვირუსის გავრცელებას – მეცნიერებს  პასუხი არ აქვთ

ამცირებს თუ არა სკოლების დახურვა და ფრენების შეზღუდვა ვირუსის გავრცელებას – მეცნიერებს  პასუხი არ აქვთ

პირბადეების ტარება კორონავირუსის გავრცელებას 53%-ით ამცირებს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიის მონაშისა და ედინბურგის უნივერსიტეტების მკვლევარები.

ჟურნალ The BMJ-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რომელშიც ავტორებმა 30 სხვა სამეცნიერო ნაშრომი გააანალიზეს, დადასტურდა კავშირი პირბადეების ტარებასა და COVID-19-ით დაავადების შემთხვევების კლებას შორის. კვლევებში თითქმის 390 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან 2,6 მილიონს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კვლევის თანახმად, სოციალური დისტანციის დაცვა, თავის მხრივ, კორონავირუსი გავრცელებას მეოთხედით ამცირებს. ხელების რეგულარული დაბანა ასევე 53%-ით ამცირებს დაავადების საფრთხეებს.

კვლევის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხელების დაბანას, ნიღბების ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვას კორონავირუსთან ბრძოლაში რეალურად დიდი მნიშვნელობა აქვს.

რამდენად ეფექტიანია სხვა ზომები, მათ შორის სკოლებისა და სხვადასხვა დაწესებულების დახურვა, ფრენების შეზღუდვა – მეცნიერთა განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …