მთავარი » ჯანდაცვა » ალექსანდრე მაშკევიჩის ბიზნეს ჯგუფი საქართველოში სისტემური და ამბიციური პროექტების განხორციელებას გეგმავს
მაშკევიჩის ბიზნეს ჯგუფი სისტემური და ამბიციური პროექტების განხორციელებას გეგმავს,ინტერესის ძირითადი სფერო სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული სექტორია

ალექსანდრე მაშკევიჩის ბიზნეს ჯგუფი საქართველოში სისტემური და ამბიციური პროექტების განხორციელებას გეგმავს

ქართულ  ბაზარზე ცნობილი მილიარდერის, ალექსანდრე მაშკევიჩის ბიზნეს ჯგუფი  სისტემური და ამბიციური პროექტების განხორციელებას გეგმავს, ამასთან  ინტერესის ძირითადი სფერო სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული სექტორია.

როგორც ამბობენ, ინვესტიცია გრძელვადიანი იქნება და მიზნად  კონკურენტული გარემოს ხელშეწყობას, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მედიკამენტებზე ფასების შემცირებას ითვალისწინებს.

კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიამ“ უკვე დაიწყო ოპერირება ფარმაცევტულ სფეროში. მის მიერ იმპორტირებული ხარისხიანები მედიკამენტები ხელმისაწვდომ ფასად უკვე იყიდება ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში. ჰოსპიტალური განვითარების პროექტების მიმართულებით კი, ტენდერში საბოლოოდ გამარჯვების შემთხვევაში, კომპანია  „ალფამედიკ კონსორციუმი“ გამოჩნდება, რომელიც მომხარებლების ინტერესებზე მორგებულ, ეფექტური პროექტების განხორციელებას გეგმავს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი  მალხაზ წერეთელი მიიჩნევს, რომ ინვესტიციის შემოდინება ჯანდაცვის სფეროში დადებითი მოვლენაა, ეს კონკურენციას და შესაბამისად მედიკამენტებზე ფასების დაწევას შეუწყობს ხელს.

„ჩემთვის ცნობილია საავადმყოფოების რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პროექტი, ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია. ასევე ცნობილია,  მაშკევიჩის ინიციატივის შესახებაც, მაგრამ როგორ განახორციელებს და რა მხრივ,  კონკრეტული ბიზნეს-გეგმა ჯერჯერობით არავინ იცის.   ინვესტიცია თუ შემოდის იმ მიმართულებით, რომ დაფინანსდეს  აღნიშნული სფერო, რომელიც მედიცინის განვითარებას წაადგება, გაკეთდება ის, რაც გასაკეთებელია, მასში უარყოფითს ვერაფერს ვხედავ.

კონკურენცია მედიკამენტების ფასწარმოქმნაში მთავარ როლს თამაშობს და  პროცესი მიმართული იქნება ფასების დაწევისკენ, ეს კი რა თქმა უნდა მისასალმებელია“,– აცხადებს მალხაზ წერეთელი.

commersant.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …