ახალციხეში 500 -მდე, ადგილობრივს უფასო სამედიცინო გამოკვლევა, კონსულტაცია ჩაუტარდა.აქციის ფარგლებში, დილიდან მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას მომსახურება 6 სხვადასხვა პროფილის წამყვანმა ექიმმა: ალერგოლოგმა, კარდიოლოგმა, რევმატოლოგმა, დერმატოლოგმა, გასტროენტეროლოგმა, და ოტორინოლარინგოლოგმა გაუწია.
პაციენტებს ასევე, საშუალება მიეცათ ექიმის დანიშნულების შემდეგ “Humanity Georgia” – სგან უფასოდ მიეღოთ ფართო მოხმარების მედიკამენტები.
“ჩემი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიჭირს თბილისში ექიმთან ჩასვლა. როცა გავიგე, რომ ასეთი პროფესიონალი ექიმები იყვნენ მოწვეული მოვედი და გავესინჯე. ძალიან კმაყოფილი ვარ,როგორც მომსახურებით, ასევე ექიმების ყურადღებით. მადლობას ვუხდი ყველას ასეთი სიკეთისთვის“- აღნიშნა ადგილობრივმა მანანა გორგოძემ.
უფასო კონსულტაცია- გამოკვლევები ქალაქ ახალციხის მერიის ინიციატივით და “ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის” მხარდაჭერით და ძალისხმევით განხორციელდა.
ექიმთან კონსულტაციამდე თვითმმართველობის თანამშრომლებმა სიები შეადგინეს და მოქალაქეების რიგითობა უზრუნველყვეს.
“მსგავსი აქცია ხშირად ტარდება ახალციხეში, რაც ძალიან მნიშივნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის, მითუმეტეს შეჭირვებული ოჯახებისთვის. მრავალპროფილური სამედიცინო გამოკვლევები ჩვენი და “ექიმთა ლიგის” ინიციატივით ხორციელდება”,-განაცხადა ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ.
შეგახსენებთ რომ, მსგავსი აქცია უკვე მესამედ გაიმართა.
ქალაქ ახალციხის მერია მადლობას უხდის კლინიკა შპს “სტომატოლოგიას” გაწეული თანადგომისთვის, რადგან კლინიკის ადმინისტრაციამ გამოხტა კეთილინება და ხელი შეუწყო პაციენტების უფასო გასინჯვას.