მთავარი » ჯანდაცვა » აკაკი ზოიძე: აბორტის პრობლემას აკრძალვით ვერ გადავჭრით
აბორტის პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ზომების მიღება, ეს ზომები კი განათლება და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

აკაკი ზოიძე: აბორტის პრობლემას აკრძალვით ვერ გადავჭრით

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ დღეს გამართულ პრსკონფერენციაზე განაცხადა, რომ აბორტის პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ზომების მიღება, ეს ზომები კი განათლება და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

„აბორტის წინააღმდეგი უნდა ვიყოთ მთელი საზოგადოება, რადგან ეს მოვლენა არამხოლოდ მართლმადიდებლური თვალსაზრისითაა ცოდვა, ასევე, ქალისთვის ფიზიკური და მორალური ტკივილის მომტანია.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი,რომ აბორტი, როგორც მოვლენა თავიდან ავიცილოთ და ამის გამო აუცილებელია ზომების მიღება. ეს ზომები უნდა იყოს განათლება, სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. აკრძალვით ჩვენ ამ პრობლემას ვერ გადავჭრით, რაც აჩვენა როგორც იმ ქვეყნების მაგალითმა, სადაც ეს აკრძალულია, ასევე, ჩვენი ქვეყნის მაგალითმა.

საბჭოთა კავშირის პირობებში აბორტი აკრძალული იყო და ამას მივყავდით მხოლოდ იატაკქვეშა აბორტებამდე და დედათა სიკვდილობის მატებამდე”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

reportiori.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …