მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო სექტორის ფორუმი გაიმართა
აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო სექტორის ფორუმი გაიმართა დღეს სასტუმრო holiday inn-ში.

აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო სექტორის ფორუმი გაიმართა

აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო სექტორის ფორუმი გაიმართა დღეს სასტუმრო holiday inn-ში.

ფორუმის მიზანია აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფა. შეხვედრის მონაწილეებმა აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის მიმდინარე ინიციატივებისა და მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე იმსჯელეს.

ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესწრებოდნენ.

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს ერთიან მაკოორდინირებელ ორგანოს, რომლის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში სახელმწიფოს, გლობალური ფონდის და სხვა დონორების დახმარებით მიმდინარე აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინირება სახელმწიფო დონეზე.

2003 წლიდან დღემდე საქართველოში გლობალური ფონდიდან მიღებული დახმარებით დაინერგა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის, პრევენციის და მკურნალობის ეფექტური მექანიზმები.

საქართველო კვლავაც იღებს გლობალური ფონდის დახმარებას აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის გასაძლიერებლად.

შეხვედრას საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრისა, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, გლობალური ფონდის, ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის, ნიდერლანდების ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტისა და UNICEF-ის რეგიონალური პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …