აივ-სტატისტიკა იზრდება – 2016 წელს შიდსის ვირუსის 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
აივ-ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 45,9 პროცენტი-ჰეტეროსექსუალური კონტაქტი, 43, 1 პროცენტი-ინექციური ნარკომანია, 8 პროცენტი -ჰომოსექსუალური კონტაქტი.
ამავე სტატიის მიხედვით, რეგიონების მიხედვით, აივ-ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია (1900), მეორე ადგილზეა სამეგრელო (771 პაციენტი), შემდეგ მოდის იმერეთი (744) და აჭარა (656 პაციენტი).