მთავარი » ჯანდაცვა » აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
კლინიკა "ენმედიცთან" თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია დიეტოლოგიის კლინიკა “ენმედიცის” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო აქცია გაიმართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, გამოკვლევები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სამედიცინო ცენტრ “ენმედიცის” გენერალური დირექტორი კობა ბურნაძე ესწრებოდნენ.

 სამედიცინო გამოკვლევების ფარგლებში მრავალშვილიანმა დედებმა ოჯახის ექიმისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია მიიღეს. ქალბატონებს ასევე, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, თირეოტროპული ჰორმონის კვლევა და სისხლის საერთო ანალიზი ჩაუტარდათ.

გამოკვლევები აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ორგანიზებით გაიმართა. კლინიკა “ენმედიცთან” თანამშრომლობის ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს, უფასო მაღალკვალიფიციური გამოკვლევები მომავალშიც ჩაუტარდებათ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …