კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოცვით, 186 ქვეყანას შორის საქართველო აუთსაიდერებს შორისაა და 119-ე ადგილს იკავებს. მონაცემებს „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, აცრების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა არაბეთის გაერთიანებული საემიროები, სადაც მინუმუმ ერთი დოზა ვაქცინა მოსახლეობის 99%-ს აქვს მიღებული, ორი დოზა – 97%-ს, ხოლო მესამე, ბუსტერ დოზა მოსახლეობის 48%-ს აქვს გაკეთებული.
საქართველოზე უარესი მდგომარეობა აქვთ ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა სომხეთი, მოლდოვა, ეგვიპტე, ვანუატუ, ზამბია, ჩადი და სხვა.
ამ ეტაპზე მსოფლიოში 4,9 მილიარდი დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 64%-ს შეადგენს.
„ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ შედგენილ, ვაქცინაციის მსოფლიო რუკაზე ფერების მიხედვით ნათლად ჩანს, რომ საქართველო ყველაზე ცუდად ვაქცინირებული ქვეყნების რიგშია: ნარინჯის ფერი ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მოცვის ქვეყნებს აღნიშნავს, მწვანე კი – იმ სახელმწიფოებს, სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია. ამასთან, ორივე ეს ფერი სამ ნაწილადაა დაყოფილი, საქართველო ნარინჯისფერ, ანუ ყველაზე ნაკლებ ვაქცინირებული ქვეყნების ველშია, ის იმ სახელმწიფოების სიაშია, სადაც კოვიდ-ვაქცინა მოსახლეობის 35-დან 50%-მდე ნაწილს აქვს მიღებული.