მთავარი » ჯანდაცვა » აჭარის ონკოლოგიური ცენტრის მედიკოსები ტრენინგ-კურსებს პოლონეთში გადიან
აჭარის ონკოლოგიური ცენტრის მედიკოსები ტრენინგ-კურსებს პოლონეთში გადიან

აჭარის ონკოლოგიური ცენტრის მედიკოსები ტრენინგ-კურსებს პოლონეთში გადიან

აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის აქტიური თანამშრომლობა გრძელდება.

თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ორ რეგიონს შორის 5 წლის წინ გაფორმდა და უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიმართულებით.

აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის საერთაშორისო დეპარტამენტის კოორდინაციით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისის, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის ჩართულობით 19 ივლისს აჭარის ონკოლოგიური ცენტრის 3 მედიკოსი სპეციალიზებული ტრენინგ-კურსის გასავლელად პოლონეთში გაემგზავრა.

ისინი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ორკვირიან კურსს მარია სკლადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრის კლინიკური და ექსპერიმენტული ონკოლოგიის დეპარტამენტში გადიან.

უახლოეს პერიოდში პოლონეთში აჭარის ონკოლოგიური ცენტრის კიდევ 3 მედიკოსი გაემგზავრება. ისინი კვალიფიკაციას მარია სკლადოვსკა-კიურისონკოლოგიური ცენტრის რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტში აიმაღლებენ.

2017 წლის ზაფხულში კონსულტაციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია პოლონელი რევმატოლოგების ვიზიტი ბათუმში.

2015 წლის აგვისტოს თვეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექიმი-რევმატოლოგი და ექიმი-ლაბორანტი გამოცდილების გაზიარების მიზნით სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“ იმყოფებოდნენ. გადამზადების 2-კვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა.

 2011–2013 წლებში პოლონეთში სილეზიის ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ.

2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრს სტუმრობდა აჭარის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი. 2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით სტუმრობდა პოლონელი რეაბილიტოლოგი.

ghn.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …