მთავარი » ჯანდაცვა » აჭარის მთავრობა რეგიონში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას გეგმავს
სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით ინვესტორის მხრიდან დაინტერესება უკვე არის, თუმცა კონკრეტულად რა კუთხით ბოლქვაძე ჯერ-ჯერობით არ ასახელებს.

აჭარის მთავრობა რეგიონში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას გეგმავს

აჭარის მთავრობა რეგიონში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას გეგმავს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით ინვესტორის მხრიდან დაინტერესება უკვე არის, თუმცა კონკრეტულად რა კუთხით ბოლქვაძე ჯერ-ჯერობით არ ასახელებს.

მისი თქმით, აჭარას ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

“ეს არის ტურიზმის მივიწყებული ქვესექტორი და ჩვენს რეგიონს ამ კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. საბჭოთა კავშირის დროს, რეგიონი დატვირთული იყო ბალნეოლოგიური კურორტებით. საუბარია ქობულეთას და ბათუმზე. გვსურს რომ ეს მიმართულება განვითარდეს“, – ამბობს ბოლქვაძე.

მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია თანხები რეგიონში ახალი ტურისტული ლოკაციების მოკვლევისთვის, როგორც მაღალმთიან აჭარაში, ასევე ბათუმის მიმდებარე ტერიტორიებზე.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …