მთავარი » ჯანდაცვა » აჭარაში სოფლის ექთნებს ხელფასი გაეზრდებათ
აჭარაში სოფლის ექთნებს ხელფასი გაეზრდებათ

აჭარაში სოფლის ექთნებს ხელფასი გაეზრდებათ

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაეზრდებათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანამატები 2018 წლის იანვრიდან გაიცემა.

გაზრდილ ანაზღაურებას სულ 110 ექთანი მიიღებს. აქედან, ქედაში, შუახევსა და ხულოში დასაქმებული სოფლის 46 ექთანი ხელფასზე დანამატის სახით ყოველთვიურად 150 ლარს, ხოლო ქობულეთსა და ხელვაჩაურში დასაქმებული 64 ექთანი ყოველთვიურად 100 ლარის მიიღებს.

დანამატები სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში გაიცემა. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარი იქნება.

პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება. სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, 2014 წლიდან დამატებითი შრომის ანაზღაურებას, მხოლოდ სოფლის ექიმებზე გასცემდა. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 300 ლარს, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის – 150 ლარს.

2017 წლის იანვარ-მარტში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების მომსახურებით 35 064-მა პაციენტმა ისარგებლა.

 

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …