ბოლო 5 წლის განმავლობაში ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა მედიკამენტების ფასი გააორმაგეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ირკვევა, რომ შტატების ფარმაცევტულ ბაზარზე 10-დან 4 ყველზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასი 100%-ით, დანარჩენი 6-ის კი 50%-დან 96%-მდე გაიზარდა.
ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვნად ფარმაცევტული კომპანიების – Turing Pharmaceuticals-ისა და Valeant Pharmaceuticals-ის მხრიდან დაფიქსირდა. ექსპერტების ცნობით, Turing Pharmaceuticals-მა პრეპარატ დარაპრიმზე ფასის 5000%-იანი ზრდით 200 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ამერიკული AbbVie-ც იმ კომპანიების რიგში მოხვდა, რომლებმაც მსოფლიოს ბოლო წლებში მედიკამენტებზე ფასების მკვეთრი გაძვირებით თავი დაამახსოვრეს. მან ართრიტის სამკურნალო ერთერთ ყველაზე მოთხოვნად პრეპარატ ჰუმირაზე ფასი 126%-ით გაზარდა.
საინტერესოა, რომ ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი Reuters-ის მიერ ჩატარებულ კველვას არ ეთანხმება.