მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » WHO: 1980-დან 2014 წლამდე მსოფლიოში დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა გაოთხმაგდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ანგარიშის მიხედვით, დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 1980-დან 2014 წლამდე გაოთხმაგებულია.

WHO: 1980-დან 2014 წლამდე მსოფლიოში დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა გაოთხმაგდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ანგარიშის მიხედვით, დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 1980-დან 2014 წლამდე გაოთხმაგებულია.

1980 წელს მსოფლიოში აღირიცხებოდა დიაბეტით დაავადებული 108 მილიონი ადამიანი, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 422 მილიონამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში 11 ადამიანიდან ერთი დიაბეტითაა დაავადებული.

ბოლო მონაცემებით, დიაბეტის შემთხვევები ყველაზე მეტადაა გახშირებული დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში.სპეციალისტების თქმით, ეს მაჩვენებელი განაგრძობს ზრდას, თუკი სათანადო ზომები არ გატარდება.

ცნობისთვის, დიაბეტი მერვე ყველაზე მომაკვდინებელ დაავადებად ითვლება, რომელიც წელიწადში საშუალოდ 1.5 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს. 2012 წლის მონაცემების საფუძველზე კი, დამატებით 2.2 მილიონი ადამიანის სიკვდილს უკავშირებენ სისხლში შაქრის ჭარბ რაოდენობას.

tabula.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …