სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხალხური მედიცინოს შესახებ ისაუბრა.
როგორც ილია მეორემ განაცხადა, ხალხური მედიცინის შესახებ ჯანდაცვის მინისტრთან ჰქონდა საუბარი.
“ჩვენთან ბრძანდებიან ექიმები, სახალხო ექიმები, თქვენ იცით ხალხური მედიცინა ჩვენთან უძველესი საუკუნეებიდან იყო და არის. განვითარებული იყო კარაბადინი, ხანდახან ამას ეწოდებოდა ხალხური მედიცინა, ხან სატაძრო მედიცინა, ან სამონასტრო მედიცინა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ მქონდა საუბარი ჩვენს მინისტრთან, ჯანმრთელობის მინისტრთან და ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ განვითარდეს ეს დარგი საქართველოში.
17 აპრილიდან იქნება გამოფენა და გაყიდვა ტაძრებთან ხალხური წამლებისა, რა თქმა უნდა ეს წამლები რეგისტრირებულია, შემოწმებულია და მე მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ ისწავლოს ხალხური მედიცინა”,-აღიშნა პატრიარქმა.