მთავარი » ჯანდაცვა » აშშ-ს მთავრობამ გლობალური ჯანმრთელობის დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერა გააძლიერა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გლობალური ჯანმრთელობის დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერა გააძლიერა.

აშშ-ს მთავრობამ გლობალური ჯანმრთელობის დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერა გააძლიერა

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის ამოქმედდება ფართომასშტაბიანი დახმარების პროგრამა, რომელიც ჯანდაცვისა და სხვა სფეროების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გლობალური ჯანმრთელობის დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერა გააძლიერა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განცხადება აღნიშნული დახმარების შესახებ USAID-ის ადმინისტრატორმა გაილ სმიტმა წარმომადგენლობითი პალატის სახელმწიფო და საერთაშორისო ურთიერთობების ქვეკომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

“698.1 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა ეკონომიკის მხარდაჭერის ფონდის და მსოფლიო ჯანდაცვის პროგრამებისთვის, ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რათა გაძლიერდეს საბაზრო ეკონომიკისა და ვაჭრობის შესაძლებლობები, დამოუკიდებელი მედია და დემოკრატიული ინსტუტიტები, აგრეთვე ქვეყნების ენერგო დამოუკიდებლობა, ჯანდაცვა და განათლების გრძელვადიანი პროგრამები.

აღნიშნული ღონისძიებები წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ ფართომასშტაბიანი დახმარების პროგრამის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ამ ქვეყნების მიერ რუსეთისგან მომდინარე გაზრდილ ზეწოლასთან გამკლავებას,” – განაცხადა სმიტმა.

გაილ სმიტი პირველად წარსდგა წარმომადგენლობითი პალატის წინაშე პრეზიდენტ ობამას 2017 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტის მხარდასაჭერად. მისი მოხსენების დიდი ნაწილი საერთაშორისო დახმარების პროგრამების როგორც ამერიკული დიპლომატიის ინსტრუმენტის მნიშვნელობას დაეთმო.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …