მთავარი » ჯანდაცვა » ნოდარ კაპანაძე: ფარმაცევტი და დამზღვევი ერთი ქოლგის ქვეშ არ უნდა იყოს
გადაცემაში გაზეთ ბანკები და ფინანსების საათი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე ფარმაცევტულ სექტორში ბოლო პერიოდში მომხდარ სიახელს გამოეხმაურა.

ნოდარ კაპანაძე: ფარმაცევტი და დამზღვევი ერთი ქოლგის ქვეშ არ უნდა იყოს

ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში „გაზეთ „ბანკები და ფინანსების საათი“ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე ფარმაცევტულ სექტორში ბოლო პერიოდში მომხდარ სიახელს გამოეხმაურა.

საუბარია „საქრთველოს ბანკის“ ჰოლდინგის წევრის, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG)-ის მიერ სააფთიაქო ქსელ GPC-ის შეძენაზე.

კაპანაძე მიიჩნევს რომ ფაქტი არის ფულის ერთი ჯიბიდან მეორეში გადატანა და მეტი არაფერი  და ამით კიდევ ერთი მონსტრი შეიქმება საქართველოში, მით უფრო, რომ ეს უკავშირდება ისეთ ფინანსურ ინსტიტუტს, როგორიც არის „საქართველოს ბანკი“.

„სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ფარმცევტული, დაზღვევის და ჰოსპიტალური მიმართულება ერთი ქოლგის ქვეშ ექცევა და ეს არის ნონსენსი და პლუს ამას, ეს თუ საქართველოს ბანკის ჰოლდინგში შედის, ეს საერთოდ კატასტროფაა. ამიტომ კეთილი ინებონ და მიიღონ კანონი, რომელიც ამას აღარ დაუშვებს. ძალიან მარტივი რამეა.

საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს კანონზომიერებას. კანონზომიერებაა კი ისაა, რომ ფარმაცევტი და დამზღვევი ერთად არ უნდა იყოს. კანონი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონზომიერებებს, რადგან კანონზომიერებას საერთოდ არ აინტერესებს ეს კანონი არის თუ არა მიღებული“, – აცხადებს კაპანაძე. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ბანკები არაპროფილური საქმიანობით არ უნდა იყვნენ  დაკავებული.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …