მთავარი » მსოფლიო » C ჰეპატიტის შემდეგ გილეადმა შესაძლოა ფოკუსირება ონკოლოგიაზე მოახდინოს
C ჰეპატიტის შემდეგ გილეადმა შესაძლოა ფოკუსირება ონკოლოგიაზე მოახდინოს,პრეპარატ ჰარვონისგან მიღებული შემოსავლებით გილეადის პორტფელი გაიზარდა.

C ჰეპატიტის შემდეგ გილეადმა შესაძლოა ფოკუსირება ონკოლოგიაზე მოახდინოს

C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატ ჰარვონისგან მიღებული შემოსავლებით გილეადის პორტფელი გაიზარდა.

ამ წარმატების შემდეგ მკვლევარები ვარაუდობენ, რომ გილეადი პოზიციონირებას ონკოლოგიურ პრეპარატებზე მოახდენს.მართალია, სულ ცოტა ხნის წინ გილეადმა ამ მიმართულებით მომუშავე ფილიპ ბიშოპის წილზე უარი თქვა,თუმცა  ანალიტიკოსების მტკიცებით, ეს მიმართულება გილეადისთვის საინტერესოდ რჩება.

გილეადის კაპიტალი 26 მილიარდ დოლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გადაწყვეტს ონკოლოგიურ ბიზნესში შესვლას ეს მის შემოსავლებს კიდევ უფრო გაზრდის. ასე მოხდა Pharmasset-ის შეძენის დროს, რომელიც თავის დროზე C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატ ჰარვონზე მუშაობდა. ამ გარიგებამ გილეადის შემოსავლები 11 მილიარდი დოლარით გაზარდა.

საინტერესოა, რომ  სწორედ გილეადის სახელს უკავშირდება საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყება. კომპანიამ სამკურნალო პრეპარტი ჰარვონი ჩვენს ქვეყანას უფასოდ გადმოსცა.

pharma.net.ua

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …