ზაზა სოფრომაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდეოლოგიის ცენტრში იმყოფებოდა.
სოფრომაძემ კლინიკის ექიმებთან და პაციენტებთან მომსახურების ხარისხისა და ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ გადაუდებელი დახმარების და კარდიოქირურგიული განყოფილებებიც დაათვალიერა.