სადაზღვევო კომპანიების საქმით პროკურატურა დაინტერესდა ნიუ იორკის გენერალური პროკურატურა 16 სადაზღვევო კომპანიის საქმიანობით დაინტერესდა.
ირკვევა, რომ ამ კომპანიების ნაწილი ცე ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების პაციენტებზე მიწოდებას ზღუდავს. პროკურატურა ასევე დაინტერესდა ფარავს თუ არა დაზღვევა საქართველოსთვის კარგად ნაცნობ ფარმაცევტული კომპანია გილეადის მიერ ჩაშვებულ პრეპარატ ჰარვონს? შეგახსენებთ, რომ სწორედ ჰარვონია ის ახალი თაობის პრეპარატი, რომელიც გილეადმა საქართველოს უფასოდ გადასცა.
შტატების გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიები პაციენტს ჰარვონით მკურნალობას მხოლოდ ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში სთავაზობენ. საინტერესოა, რომ გასული წლის ნოემბრიდან შემოსულმა ამ პრეპარატმა 12 კვირიანი მკურნალობის კურსი 95 ათასი დოლარით შეამცირა.
FirstWordPharma-ს ცნობით, გილეადის მიერ სადაზღვევო კომპანიებისთვის ამ პრეპარატზე დაწესებული შეღავათები თითქმის 50%-ზე მეტია. სასაამართლოს წინაშე სადაზღვევო კომპანიები – Aetna, Anthem-ი, Careconnect-ი და Emblemhelath-ი წარსდგებიან.