ჯანდაცვის სამინისტროში დადებითად აფასებენ ალფამედიკის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტს და აღნიშნავენ, რომ ასეთი ხარისხის კონსორციუმით საქართველო არ არის განებივრებული.
„ინვესტორების ხარისხი საკმაოდ მაღალია, კონსორციუმს წარმოადგენენ მსოფლიოში ცნობილი კამპანიები მრავალი ათწლეულის უზარმაზარი გამოცდილებითა და ფინანსური მდგრადობით,ისინი შეძლებენ დასავლეთის საუკეთესო პრაქტიკების შერწყმა-შეთვისებას აღნიშნულ პროექტში. ჩვენ მივიღებთ კლინიკების საუკეთესო გაერთიანებას, რომელიც რეგიონში ჯანდაცვის წამყვანი კომპლექსი იქნება“- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინსიტროში.
აღნიშნულ მოდელს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ იგი პროგრესულია:
„ეს მოდელი პროგრესულია იმით,რომ სახელმწიფო და კერძო სექტორს უნდა შეეძლოს ერთმანეთის საქმიანობის მონიტორინგი და მხოლოდ შეთანხმების და კონსესუსის რეჟიმშია შესაძლებელი ასეთი მსხვილი სამედიცინო მონსტრების მართვა“, – განაცხადა ექსპერტმა.
მან ასევე განიხილა სპეციალისტების მომზადების საჭიროების საკითხიც, რაც პროექტის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ალფამედიკის კონსორციუმის გეგმიდან გამომდინარე, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტში გათვალისწინებული იქნება კლინიკების არა ხმოლოდ დიზაინერული, არამედ ფუნქციური მხარე და რაც მთავარია სპეციალისტების რეკრუტირება და ტრენინგები. რაც უშუალოდ პაციენტების და ექიმების პირობების გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. კონსორციუმი მოქმედებს მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.