დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ინიციატივით, სამაჟორიტარო ოლქში მდებარე საბავშვო ბაგა – ბაღების პედაგოგებსა და თანამშრომლებს სამედიცინო გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ.
საქველმოქმედო ღონისძიება ქალთა კვირეულის ფარგლებში მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა რაიონის სამივე N29-ე, 109-ე და 215-ე საბავშვო ბაგა -ბაღების 100-მდე თანამშრომელმა მიიღო, _ აცნობეს მედიანიუსს დედაქალაქის საკრებულოდან.
აქცია N19-ე სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში გაიმართა, სადაც მოქალაქეება სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, ექოსკოპიური, ენდოკრინოლოგიური და სხვა სახის გამოკვლევები უფასოდ მიიღეს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები რაიონის მასშტაბით, მომავალშიცაა დაგეგმილი.