მთავარი » ჯანდაცვა » დიმა ჯაიანი : „რა გაწუხებთ?“ უდიდესი მნიშვნელობის ინიციატივაა
სოციალური აქცია გულისხმობს მოსახლეობის გამოკითხვას და მათი საჭიროებების გამოვლენას. ინიციატივას "რა გაწუხებთ?" ეხმაურება მსახიობი დიმა ჯაიანი.

დიმა ჯაიანი : „რა გაწუხებთ?“ უდიდესი მნიშვნელობის ინიციატივაა

ჯანდაცვის სამინისტრო და „გლობალ ალიანსი“ ერთობლივ ინიციატივას – „რა გაწუხებთ?“ აგრძელებენ.  სოციალური აქცია გულისხმობს მოსახლეობის გამოკითხვას და მათი საჭიროებების გამოვლენას. ინიციატივას ეხმაურება მსახიობი დიმა ჯაიანი:

„რა გაწუხებთ?“ უდიდესი მნიშვნელობის ინიციატივაა. როგორც ვიცი, ახალი წამოწყებაა და დიდი იმედი მაქვს, პროექტი  წარმატებით მოიკიდებს ფეხს და განვითარდება“, – განაცხადა დიმა ჯაიანმა.

მსახიობი ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დადებითად აფასებს სტრუქტურის საქმიანობას და მიღწევებს:

„მე მაინც მგონია, რომ ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტროს და ბატონ სერგეენკოს აქვს. იდეალური ვარიანტია, როგორი უნდა იყოს მინისტრი. ამიტომ, მათი ყოველი წამოწყება გარკვეული ინოვაცია და ახლისკენ გადადგმული ნაბიჯია. მე მხოლოდ მივესალმები ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას, რადგან მიმაჩნია, რომ ისინი აკეთებენ საქმეს, რაც წარმატებული ხვალინდელი დღისათვის აუცილებელია“, – აღნიშნა დიმა ჯაიანმა.

bpi.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …