“ჰუმანითი ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ნინო დარასელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან კომპანიის მიმართ გამოხატულ დაინტერესებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ჰუმანითი ჯორჯია” სრულად იზიარებს ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპს და მზადაა ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
“სულ ახლახანს, გარკვეული კითხვებით მოგვმართა “საერთაშორისო-გამჭვირვალობა – საქართველომ”. ცხადია, კომპანიამ მაქსიმალურად ამომწურავად უპასუხა მათ შეკითხვებს. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით არასამთავრობო სექტორის აქტიურობას. ინტერესის შემთხვევაში, მზად ვართ სექტორის ნებისმიერ წარმომადგენელთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. საჯაროობა და გახსილობა ჩვენი კომპანიის პოლიტიკაა. რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ ფორმატით გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან”, – განაცხადა დარასელმა.
მისი განმარტებით, საქართველოს მასშტაბით, პრაქტიკულად ყველა სააფთიაქო ქსელში, მომხმარებელს, არსებულ ანალოგებთან შედარებით მინიმუმ 30%-ით იაფად, უკვე შეუძლია “ჰუმანითის” კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, ანტიფუნგალური, ანთების საწინააღმდეგო-ტკივილგამაყუჩებელი, გაციების საწინააღმდეგო, გასტროენტეროლოგიური, ანტიჰისტამინური და ანტიბიოტიკური ჯგუფების პრეპარატები.
აღნიშნული ჯგუფების მედიკამენტებით მომარაგებულია ყველა ის მსხვილი სააფთიაქო ქსელი, ვისთანაც “ჰუმანითი ჯორჯიას” შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა აკავშირებს, კერძოდ: ავერსი, იმპექს-ფარმა, PSP, სახალხო აფთიაქი, ფარმადეპო, ფარმ სახლი და GPC.
მსხვილი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბაზარზე ახალი მომწოდებლის გამოჩენით სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტების არჩევანი კიდევ უფრო გაფართოვდება.