მთავარი » მსოფლიო » შტატებში საშვილოსნოს გადანერგვის პირველი ოპერაცია ჩატარდა
2014 წელს, შვედი ქალის პრეცედენტი იყო პირველი მსოფლიოში, რომელმაც საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ დაორსულება და ბუნებრივად მშობიარობა შეძლო.

შტატებში საშვილოსნოს გადანერგვის პირველი ოპერაცია ჩატარდა

შტატებში ქლივლენდის დასახლებაში საშვილოსნოს გადანეგრვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა. პაციენტი 26 წლის გოგონაა.

ჰოსპიტალის მენეჯმენტის განცხადებით, ოპერაცია 9 საათს გაგრძელდა. პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურია.

საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაციით უშვილო ქალებს, დაორსულების შანსი ეზრდებათ. 2014 წელს, შვედი ქალის პრეცედენტი იყო პირველი მსოფლიოში, რომელმაც საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ დაორსულება და ბუნებრივად მშობიარობა შეძლო.

cnbc.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …