მთავარი » ჯანდაცვა » მარილის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის კვირეული: 29 თებერვალი – 6 მარტი, 2016
საქართველოში მარილის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების კვირეულის ისტორია დაიწყო 2008წლიდან,როდესაც შეუერთდა „მსოფლიო მოძრაობა – მარილი და ჯანმრთელობა’’-ს.
Tawny Sinasac Health Editor The Hamilton Spectator 905-526-2477 Fax: 905-521-8986 tsinasac@thespec.com 25355297 Blood pressure cuff and salt

მარილის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის კვირეული: 29 თებერვალი – 6 მარტი, 2016

„მარილი და თქვენი ჯანმრთელობა“ 

ღონისძიების მისია 

მსოფლიო აქტივობა: “მარილი და ჯანმრთელობა“-ს მისიის ძირითადი გზავნილი ერთგვარად ეხმაურება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგულაციას მარილის მოხმარების დღიური ნორმის შესახებ, რაც 6 გრამს შეადგენს და ბევრად ნაკლებია პოპულაციათა უმრავლესობაში მარილის მოხმარების მაჩვენებელზე.

მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანი ხდება ინფორმირებული, იმის თაობაზე, რომ მარილის ჭარბი მოხმარება საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის და აცნობიერებს, რომ საჭიროა აქტიური მოქმედება მის შესამცირებლად. რამდენიმე წლის წინ, მარილის საფრთხე ჯანმრთელობისათვის შედარებით უცნობი იყო ფართო საზოგადოებისათვის.

კვების ინდუსტრიების, მთავრობების და ჯანდაცვის ორგანიზაციების ძალისხმევით მარილი და ჯანმრთელობა ბევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის აქტივობათა დღის წესრიგში დადგა.

მოხმარებული მარილის უმეტესი წილი (75-80%) მზა საკვებ პროდუქტებშია, რომელთა შეძენა ჩვენთვის უხშირესად მოსახერხებელია დროის დაზოგვის მიზნით. ყოველდღიური მოთხოვნილების საკვები პროდუქტები, მათ შორის, პური, შეიცავს საკმაო რაოდენობით მარილს, ამიტომ აღნიშნული უნდა გავითვალისწინოთ და შევარჩიოთ მარილის დაბალი შემცველობის ვარიანტები და რაც მთავარია, უპირატესობა მივანიჭოთ ახალ პროდუქტებს თევზი, ბოსტნეული, ხილი, რომლითაც მოვამზადებთ საკვებს სახლის პირობებში.

მრავალი საკვები პროდუქტი შეიცავს ე.წ. დაფარულ მარილს, მაშინაც კი, როდესაც გემოვნებითი თვისებები არ მოითხოვს, რომ ის იყოს მარილიანი. ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა წავიკითხოთ ეტიკეტები და ავირჩიოთ საკვები ნაკლები მარილის შემცველობით.

მარილი და ჯანმრთელობა 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში; მომატებული სისტოლური არტერიული წნევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირდაპირი მიზეზია, რომელსაც ინსულტის შემთხვევთა 60%-ზე მეტი და მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა თითქმის 50% უკავშირდება.

არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მარილის ჭარბი მოხმარება არტერიული წნევის მატების მნიშვნელოვანი მიზეზია და მისი მცირედ შემცირებაც კი, უდიდეს სარგებელს მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას. მაგალითად, მარილის დღიური დოზის 6 გრამამდე შემცირება გამოიწვევს არტერიული წნევის კლებას იმ დონემდე, რომლის დახმარებითაც ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა 24%-ით, ხოლო გულის კორონარულ დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 18%-ით შემცირდება.

რეკომენდაცია მარილის დღიური ნორმის შესახებ 

არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს მარილის მოხმარების დღიურ ნორმას 6 გრამამდე დღეში. უმეტეს ქვეყნებში მოხმარებული მარილის თითქმის 80% მოდის მზა პროდუქტზე, რომელშიც მარილის შემცველობა მაღალია, თუმცა ეს ფაქტი მომხმარებლისთვის უცნობია. ამ მოვლენით აიხსნება, თუ რატომ არის მარილის მოხმარება ბევრ ქვეყანაში მაღალი, რადგანაც მოსახლეობა მისი პასიური მომხმარებელია გაცნობიერების გარეშე.

ინფორმაცია WASH-ჯგუფის შესახებ 

მარილის მოხმარების პრევენციის მსოფლიო კვირეულის ინიციატორია „მსოფლიო აქტივობა მარილი და ჯანმრთელობა“ (World Action on Salt and Health – WASH). WASH ჯგუფი ურჩევს მოსახლეობას, შეზღუდოს ჭარბი მარილის მოხმარება. როგორც ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი, უნდა მოხდეს ადამიანთა ინფორმირება – საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით.

WASH-ი წარმოადგენს გლობალურ ჯგუფს, გააჩნია მისია, გააუმჯობესოს მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობა მარილის მოხმარების თანდათანობითი შემცირების გზით; ის რეკომენდაციებს აძლევს ნაციონალური კვების წარმოებას, რათა შეამცირონ მარილის შემცველობა მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებში და მუშაობს მთავრობებთან მარილის მოხმარების შეზღუდვის პოპულაციური სტრატეგიის აუცილებლობის დასაბუთების მიზნით. აღნიშნული აქტივობა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში არსებულ მოდელს – „ქმედებათა კონსესუსი მარილისა და ჯანმრთელობის შესახებ“ (Consensus Action on Salt and Health – CASH) ეფუძნება.

2016 წლის კვირეულის ფარგლებში (29 თებერვალი – 6 მარტი) მარილისა და ჯანმრთელობის მოქმედებათა კონსენსუსი (Consensus Action on Salt and Health – CASH) აღნიშნავს მარილის მოხმარების შემცირების მიზნით 20 წლიანი გამოცდილების არსებობას დიდ ბრიტანეთში. 

საქართველოში მარილის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების კვირეულის ისტორია დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ჩვენი ქვეყანა შეუერთდა „მსოფლიო მოძრაობა – მარილი და ჯანმრთელობა’’-ს.



იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …