მთავარი » ჯანდაცვა » კახა ძაგანია: პროექტი „რა გაწუხებთ?“ეფექტიანი და სასარგებლო იქნება
,,მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანია ეხმაურება მოსახლეობის გამოკითხვის აქციას, რომელმაც ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები უნდა გამოავლინოს.

კახა ძაგანია: პროექტი „რა გაწუხებთ?“ეფექტიანი და სასარგებლო იქნება

საკონსულტაციო ჯგუფი “გლობალური ალიანსი“, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, სოციალურ ინიციატივას-„რა გაწუხებთ?“ ახორციელებს.

მოსახლეობის გამოკითხვა იანვრის ბოლოდან დაიწყო. სპეციალური კითხვარების საშუალებით უნდა გამოვლინდეს საზოგადოებაში არსებული მოლოდინები და სურვილები, რაც შემდეგ სამინისტროს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

,,მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანია ეხმაურება მოსახლეობის გამოკითხვის აქციას, რომელმაც ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები უნდა გამოავლინოს:

„ძალიან ეფექტიანი და სასარგებლო იქნება პროექტი „რა გაწუხებთ?“. ძალიან კარგია, როცა ხელისუფლება საზოგადოებას ეკითხება და ინტერესდება, რა უჭირს ხალხს. უშუალოდ ჩვენი ალიანსის ინიციატივა იყო, რომ მედიკამენტების დაფინანსების საკითხიც შესულიყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში. ეს პრობლემა თუ მოგვარდება, ძალიან კარგი იქნება,“ – ამბობს კახა ძაგანია.

bfm.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …