მთავარი » ჯანდაცვა » მერია სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმებას განაგრძობს
ინსტრუმენტების სტერილობასა და ნარჩენების სწორად შეგროვებაზე სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება გრძელდება.

მერია სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმებას განაგრძობს

ინსტრუმენტების სტერილობასა და ნარჩენების სწორად შეგროვებაზე სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება გრძელდება.

დღეს ბათუმის მერიის სანიტარული სამსახურისა და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის თანამშრომლებმა კიდევ ერთი კლინიკა შეამოწმეს. ინსტრუმენტების სტერილობაზე სინჯები სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში გადაიგზავნა, პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„ლაბორატორიული მონიტორინგის“ პროგრამას მერია უკვე ერთი თვეა ახორციელებს, პროგრამით გათვალისწინებული 85 კლინიკიდან ამ ეტაპზე 60 სტომატოლოგიური კლინიკა შემოწმდა. მერიის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, შემოწმებულ კლინიკებში დარღვევები არ დაფიქსირებულა.

შარშან მერიის მიერ შემოწმებული 85 სტომოტალოგიური კლინიკიდან დარღვევები 12 ობიექტზე დაფიქსირდა, ამათგან 8-ში ინსტრუმენტების სტერილობა, 4-ში კი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები იყო დარღვეული.

tv25.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …