მთავარი » ჯანდაცვა » მაგდა ანიკაშვილი სოციალურ პროექტს „რა გაწუხებთ?“ აფასებს
ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი მიიჩნევს, რომ გამოკითხვებით შესაძლებელია მოსახლეობის პრობლემების,საჭიროებების გამოკვეთა, რაზეც ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს.

მაგდა ანიკაშვილი სოციალურ პროექტს „რა გაწუხებთ?“ აფასებს

სოციალურ ინიციატივას – „რა გაწუხებთ?“, რომელსაც „გლობალური ალიანსი“ და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ, ეხმაურება ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ ასეთი გამოკითხვებით შესაძლებელია  მოსახლეობის პრობლემების, საჭიროებების გამოკვეთა, რაზეც ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს:

„ცუდი არაფერია ასეთ გამოკითხვებში. პირიქით, ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა იცოდეს მოსახლეობის აზრი. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში ეს შედეგები მთავარი წყარო იქნება რეფორმის კონკრეტული მიმართულებების შერჩევისას. მომხმარებლის აზრი ცნობილი უნდა იყოს. ეს გარკვეულწილად პიარის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

ამ გამოკითხვით ხომ მოსახლეობის კმაყოფილების განსაზღვრაც მოხდება?! ვფიქრობ, გამოკითხვას მხოლოდ ეს დატვირთვა არ ექნება. ამ გამოკითხვის შედეგები გაანალიზდება, დამუშავდება და გარკვეული დასკვნები გაკეთდება, რაც აისახება, ალბათ, ჯანდაცვის სფეროში,“- განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.

commersant.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …