მთავარი » ჯანდაცვა » გამოკითხვას აზრი ექნება, თუ მერე სამინისტრო მიღებული შედეგების მიხედვით იმოქმედებს
ნებისმიერ გამოკითხვას აზრი იმ შემთხვევაში აქვს, თუ სამინისტრო მოქმედებას მიღებული შედეგების მიხედვით გააგრძელებს და მოსახლეობის პრობლემებს გაითვალისწინებს.

გამოკითხვას აზრი ექნება, თუ მერე სამინისტრო მიღებული შედეგების მიხედვით იმოქმედებს

ჯანდაცვის სამინისტრომ, “გლობალური ალიანსის” ინიციატივით, იანვრის ბოლოს წამოიწყო პროექტი – “რა გაწუხებთ?”. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გამოკითხვის შედეგებს უწყება სამომავლოდ პროგრამებისა თუ რეფორმების დაგეგმვისას გაითვალისწინებს.

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ბარამიძე წამოწყებას საჭიროდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მთავარი შედეგების გათვალისწინებაა:

“ჯანდაცვის სამინისტრო რომ მოქალაქეების აზრით ინტერესდება და ამისათვის, ცალკე კამპანიის ფარგლებში, დროსა და საჭირო რესურსებს ხარჯავს, უდავოდ კარგი წამოწყებაა. ნებისმიერ ასეთ გამოკითხვას აზრი იმ შემთხვევაში აქვს, თუ სამინისტრო მოქმედებას მიღებული შედეგების მიხედვით გააგრძელებს და მოსახლეობის პრობლემებს სრულად გაითვალისწინებს”.

სოციალური კამპანიის გარდა, ექსპერტი ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ხარვეზებსა და სასურველი ცვლილებების საკითხსაც შეეხო. მისი აზრით,  ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა მიხედოს პირველად ჯანდაცვას:

“ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა პროგრამა მომწონს, ჯანდაცვის მინისტრი უდავოდ პროფესიონალი ადამიანია. თუმცა, იმ გამოწვევებზეც უნდა ითქვას, რის წინაშეც დგას სამინისტრო. ხალხი რეალური ნაბიჯების გადადგმას ელის. ძალიან კარგია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყურადღებას აქცევს ჯანმრთელობის საკითხებს, კარგია, რომ არსებობს საყოველთაო პროგრამა, მაგრამ თუ ადამიანები არ დასაქმდებიან და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას გარკვეულწილად საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებენ, პრობლემები ყოველთვის უცვლელი იქნება”, – აღნიშნა ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ბარამიძემ.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …