მთავარი » ჯანდაცვა » იაშვილის კლინიკა მთლიანად ევექსის საკუთრება ხდება
იაშვილის კლინიკა მთლიანად ევექსის საკუთრება ხდება – ავერსი საკუთარ წილს მილიონ დოლარად ყიდის.ინფორმაციას სააგენტო GBC ავრცელებს.

იაშვილის კლინიკა მთლიანად ევექსის საკუთრება ხდება

იაშვილის კლინიკა მთლიანად „ევექსის“ საკუთრება ხდება – „ავერსი“ საკუთარ წილს მილიონ დოლარად ყიდის.„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ (GHG) იაშვილის რეფერალურ საავადმყოფოში დარჩენილი 33,3%-იანი წილის შესყიდვის გეგმაზე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო GBC ავრცელებს.

მისი ცნობით, GHG-იმ  წილის შესყიდვაზე „ავერსის კლინიკასთან“ უკვე გააფორმა სავალდებულო ურთიერთგაგების მემორანდუმი,, რომელიც მარეგულირებლის თანხმობას საჭიროებს.

აღსანიშნავია,  რომ GHG -ი იაშვილის კლინიკის საკონტროლო პაკეტს –  66.7%-ს 2014 წლის თებერვლიდან ფლობს. აქციებში GHG -ი ი $1 მილიონს გადაიხდის და თავის სრულ აქტივებს „ახალ სიცოცხლეს“ გადასცემს, რომლის 100%-იან წილს ასევე 2014 წლის თებერვლიდან ფლობს.

აღნიშნული ტრანზაქციის შემდეგ, GHG-ის საკუთრებაში იქნება 44  ჯანდაცვის ობიექტი, ჯამში 2 588 საწოლზე გათვლილი.

„იაშვილის კლინიკის“ მთლიანი შემოსავალი 2015 წლის ბოლოსთვის 25.2 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო „ახალი სიცოცხლის“  2.4 მილიონ ლარს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …