ბავშვებში კბილის ამოჭრის დროს სახმარი, ისეთი პოპულარული გელები, როგორიცაა Hurricaine, Topex და Cetacaine სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა.
კვლევას ამერიკის მედიკამენტების და საკვების ადმინისტრაცია (FDA) აქვეყნებს. ადმინისტრაციის დასკვნით, ყველა ეს გელი შეიცავს ლიდოკაინს, რაც პატარებში იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ხშირად კრუნჩხვას და სიკვდილსაც კი.
ამერიკის მედიკამენტების და საკვების ადმინისტრაცია დასკვნას ერთი წლის განმავალობაში დაფიქსირებული 22 შემთხვევის მიხედვით აკეთებს. ადმინისტრაცია გამოდის ინიციატივით, რომ ლიდოკაინის შემცველობის გელებს თან დაერთოს გაფრთხილება შესაბამისი უკუჩვენებების შესახებ.