სტარბაქსი, კოსტა, კაფე ნერო, ქეი ეფ სი – ეს იმ კაფეების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ცხელ სასმელებს რეკორდული რაოდენობის შაქრის შემცველობით გვთავაზობენ.
ბიბისის ცნობით, კველვა 131 სახეობის ცხელ სასმელს ჩაუტარდა. ირკვევა, რომ სტარბაქსის, კოსტას ზოგიერთი სახეობის ყავაში შაქრის შემცველობა კალორიულობით 25 ჩაის კოვზს უტოლდება. ამ მაჩვენებლით ის სამჯერ აღემატება ტკბილი გაზიანი სასმელების კოკა-კოლას და პეპსის კალორიულობას.
მსოფლიოში უმსხვილეს კაფეების ქსელებს, სასმელებში შაქრის შემცველობის შემცირება დაევალათ.
სურათზე ნაჩვენებია კონკრეტული დასახელების ცხელ სასმელში შაქრის შემცველობა