“საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ დღეს, ფარმაცევტულ კომპანია “ჰუმანითი ჯორჯიას” წამყვან ფარმაცევტულ ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს გარდა იმისა, რომ აქვს კონკრეტული ინტერესი საქართველოში განვითარდეს ბიზნესი, ეკონომიკა და იყოს წარმატებული ქვეყანა, სხვა ბიზნესინტერესი “ჰუმანითი ჯორჯიასთან” არ აქვს.
რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს კონკრეტული ინტერესი საქართველოში განვითარდეს ბიზნესი, ეკონომიკა და საქრთველო იყოს წარმატებული ქვეყანა.
ბიძინა ივანიშვილს აქვს სერიოზული ინტერესი, რომ მისი დაპირება, როცა ის კოალიცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი იყო ამბობდა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჯანდაცვის სისტემის რეფორმისთვის, შესრულდეს. რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესი. დანარჩენი ის, რომ მისი პირადი ბიზნესინტერესია, ამ ილუზიებს და ზღაპრების მოგონებას დაანებეთ თავი, ეძებეთ სიკეთე და არა ის, რომ სკანდალი ააგოროთ”, – განაცხადა საგანელიძემ.
ცნობისთვის, ფარმაცევტულმა კომპანია “ჰუმანითი ჯორჯიამ” წამყვან ფარმაცევტულ ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დაასრულა ხვალიდან მომხმარებელს შეეძლება ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების დაბალ ფასად შეძენა.
ეს ქსელებია: ავერსი, იმპექს-ფარმა, პე ეს პე, სახალხო აფთიაქი, ფარმადეპო, ფარმ სახლი და ჯი პი სი.