კიბოსთან საბრძოლველად შექმნილმა პრეპარატმა ოპდივომ უსმხვილესი ამერიკული ფარმაცევტული კოპმანია ბრისტოლ მაიერსის წილი ერთი წლის განმავლობაში 25%-ით გაზარდა.
კომპანიის გათვლებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში პრეპარატის რეალიზაციიდან შემოსული თანხა 8-დან 9 მილიარდამდე იქნება. ოპდივო წარმატებით გამოიყენება ფილტვის, თირკმლის, თავის სიმსივნის სამკურნალოდ, ასევე მელანომის დასამარცხებლად.
ოპდივოდან მიღებული შემოსავლებით, ბრისტოლ მაიერსი 2016 წელს შარშანდელთან შედარებით ბაზრის წილის 20%-იან ზრდას ელოდება.
ცნობისთვის, ბრისტოლ მაიერსი ამერიკის იმუნო-ონკოლოგიის ბაზრის 80%-ს ფლობს.