ობამას ადმინისტრაცია პუერტო რიკოს ჯანდაცვის სექტორს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 30 მილიარდით დააფინანსებს. ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს.
ამასთან თეთრი სახლი პუერტო რიკოში ზიკა ვირუსის გავრცელების საპრევენციოდ დამატებით 250 მილიონ დოლარს გამოყოფს.
პუერტო რიკოს ჯანდაცვის სექტორის ვალის მოცულობა დაახლოებით 70 მილიარდს შეადგენს და ის ფაქტობრივად გაკოტრების პირზეა. აქ ჯანდაცვის დაფინანსება ამერიკის სხვა შტატებთან შედარებით 70%-ით ნაკლებია. შესაბამისად, ჯანდაცვის სექტორმა ობამას გადაწყვეტილებით შვება უნდა იგრძნოს.