დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ახალ სტატისტიკას ავრცელებს.
მასში ნათქვამია, რომ საქართველოში გრიპით ამ სეზონზე უკვე 15. ადამიანია გარდაცვლილი – აქედან 14 H1N1-ს ემსხვერპლა. სპეციალისტების თქმით, სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა და ქრონიკული დაავადებებია. თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვირუსის გავრცელების ტენდენციის კლებაზე ამახვილებენ ყურადღებას.